დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“

 

დღეს, ხობის კულტურის სახლის ფოიეში, „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) ინიციატივითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი“ გაიმართა.
დონაციის აქციაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ მიიღო მონაწილეობა.
„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ დონორული სისხლისგან დამზადებული სისხლის კომპონენტებით ამარაგებს, როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.