ძველ ხიბულაში ახალაშენებული ტაძარი აკურთხეს

 

18 ივლისს, ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია იკურთხა. მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა აკურთხა. ტაძრის კურთხევას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ფონდ „ქართუს“ პროექტების მენეჯერი გიგი კობიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ. მართალი ლაზარეს სახელობის ტაძარი ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა. ფონდის დაფინანსებით ასევე განხორციელდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბილიტაცია და თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა. მემორიალური სახლის რეაბილიტაციის, სამონასტრო კომპლექსის და საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს, ძველ ხიბულაში სტუმრობის დროს განაცხადა. ფონდ „ქართუს“ გარდა, ხიბულაში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 2019 წელს განხორციელდა ძველი ხიბულა-ნარაზენის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაც. მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა. არსებული ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. აქტიურად მიმდინარეობს წყლის სისტემის მშენებლობა. სოფლის 24 - საათიანი წყალმომარაგებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. სოფელში უკვე დასრულდა გაზიფიცირება და მოსახლეობა ბუნებრივი აირით სარგებლობს.

https://www.facebook.com/poti.pazisi.eparqia/videos/828268928552134