ტრენინგი გენდერული თანასწორობის საკითხებზე

 18-20 ივლისს ქალაქ ხობში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც “ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენელი მამუკა გაჩეჩილაძე და „უფლებები საქართველოს“ წარმომადგენელი იზა კასრელიშვილი უძღვებოდნენ.

ტრენინგს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერიის და თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასწავლო კურსი მოიცავდა: გენდერულ სტერეოტიპებთან, ურთიერთობებთან, პოლიტიკასთან და ძალადობის ფორმებთან, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებთან დაკავშირებულ საკითხებს. საუბარი, ასევე შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და უფლებამოსილებას ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში.