ხობელ ვოვა გერგაიას უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზია მიენიჭა

 


⚽️ხობელ ვოვა გერგაიას უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზია მიენიჭა.
⚽️ლიცენზია ხობელ მწვრთნელს საზღვარგარეთ მეკარეთა მწვრთნელად მუშაობის უფლებას აძლევს.
📌📌უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის 2021 წლის კურსის მსმენელებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში, შესაბამისი ლიცენზიები გადაეცათ.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამაში მონაწილებას იღებდნენ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლები.
⚽️⚽️სასწავლო პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას.
აღნიშნული ჯგუფი უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის პირველი გამოშვებაა. ამასთან, საქართველოს ფეხბურთს ფედერაციას უეფას მწვრთნელთა კონვენციაში შესაბამის დონეზე წევრობა მიენიჭა.