კვირიკობა, გურიფული 28 ივლისი 2022 წელი

 28 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოწამეთა კვირიკეს და ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიაში მამა ზაქარია არახამიამ გადაიხადა პარაკლისი.