ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 161 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება (ფოტო+ვიდეო)

 14 ივლისს, თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 161 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება: ,,ვაჟას სამყაროში" გაიმართა.

ბიბლიოთეკის მკითხველებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან ლექსები, პოემებიდან და მოთხრობებიდან კი ნაწყვეტები წაიკითხეს და მწერლის შემოქმედებაზე ისაუბრეს.
ბიბლიოთეკაში მოეწყო თემატური გამოფენა და მოსწავლეთა მიერ ვაჟა-ფშაველას ცხოვრების შესახებ შექმნილი ვიდეო სლაიდის ჩვენება გაიმართა.
ღონისძიება თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.