16 მაისს ხობში პაატა თათარიშვილის სახელობის სტადიონზე ლიგა 3–ს მეშვიდე ტურის შეხვედრაში ადგილობრივმა "კოლხეთმა" "ზესტაფონს" უნასპინძლა და ქამბექით დაამარცხა მეტოქე ანგარიშით 2:1. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შეხვედრას სტუმრები დიდი დანაკლისით შეხვდნენ წინა შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესონი, გუნდის წამყვანი მოთამაშეები ირაკლი საღარეიშვილი და კობა გოგობერიშვილი ტრავმის გამო მოისაკლისეს. მიუხედავად ამისა სტუმრებს თავი არ დაუზოგავთ და ამ მატჩში წაგებას ნამდვილად არ იმსახურებედნენ, ალბათ ლოგიკური შედეგი ფრე უფრო იქნებოდა, მაგრამ მე -18 წუთზე გიგა ამბროლაძის გოლით დაწინაურებულებმა საკუთარ კარში 2 გოლი მიიღეს პირველი ნახევრის 29–ე წუთზე გოგი ფიფიამ გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 72–ე წუთზე კი 11–მეტრიანი დარტყმიდან თავი გუნდის კაპიტანმა გიორგი ჭედიამ გამოიჩინა, სახიფათო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა, მაგრამ განსაკუთრებით გამოსარჩევია "ზესტაფონელთა" კიპერის ალექსანდრე ნუცუბიძის ორი არაჩვეულებრივი "სეივი", როცა გოლი ფაქტიურად გარდაუვალი ჩანდა, 77–ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, როცა მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსული ბადრი ლოლუა მოედნიდან გააძევეს დროის მოკლე მონაკვეთში მიღებული 2 ყვითელი ბარათის გამო, მაგრამ დარჩენილი დრო მასპინძლებმა ტექნიკურად გაიყვანეს და მატჩში სასურველი ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნეს. წყარო: სპორტ პანორამა









