Ჰუმანიტარული დახმარების მეორე ეტაპი

 


🇬🇪🇺🇦 საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად 150 ტონაზე მეტი ტვირთი უკვე გაიგზავნა, ხოლო მეორე ეტაპზე დასავლეთ საქართველოდან 50 ტონაზე მეტი ტვირთი შეგროვდა.                   🇬🇪🇺🇦  ხობის მუნიციპალიტეტიდან, ჰუმანიტარული დახმარების მორიგი ტვირთი უკრაინაში გაიგზავნა. ჰუმანიტარული ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტის, პირველადი მოხმარების საგნების და სამედიცინო ნივთებისაგან შედგება. ტვირთის მობილიზების პროცესში, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართული მოქალაქეები და სხვადასხვა ორგანიზაციები.

🔵უკრაინაში გასაგზავნად მეორე ეტაპისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან 10 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.