ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ საქართველოს თასი ზედიზედ მეორედ მოიგო. დღეს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა, ქალთა შორის საქართველოს თასის ფინალს უმასპინძლა. ფინალურ დაპირისპირებაში „ლანჩხუთი“, ხობის „კოლხეთს“ შეხვდა.
ანგარიში ამ მატჩში, მე-13 წუთზე, საქართველოს 2021 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა ხატია ჭყონიამ გახნა, 1-0. როგორც მოსალოდნელი იყო, ლანჩხუთელებმა თამაშის სადავეები თავიდანვე ხელში აიღეს და ხობელთა ნახევარზე დაბანაკდნენ. თუმცა, 39-ე წუთზე, ერთ-ერთი კონტრშეტევვის დროს, „კოლხეთმა“ მოახერხა, გურულების პროვოცირება და ანა წულაიამ, რომელმაც კარიდან შორს გამოსული გურულთა მეკარე შენიშნა, „ლანჩხუთელთა“ კარში, შორი მანძილიდან ბურთის გადაგზავნა მოახერხა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით, 1-1 გავიდნენ.
მეორე ტაიმში, ლანჩხუთელებმა უფრო გააძლიერეს ზეწოლა. გიორგი ჩხაიძის გუნდმა, უფრო აქტიურად შეუტია მეტოქის კარს, თუმცა, მხოლოდ ერთხელ მოახერხა „კოლხეთის“ კარის აღება. 58-ე წუთზე, ლანჩხუთელთა მიერ შესრულებული სტანდარტულის შემდეგ, ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი, ეკა თაბაგარის ბაქანზე არეულობისას ხობელებმა ავტოგოლით, „ლანჩხუთი“ დააწინაურეს, 2-1. მეტი, ამ შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.
გამარჯვებულ „ლანჩხუთს“ საქართველოს ქალთა თასი და მედლები ორივე გუნდს, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალადაშვილმა და ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ნინო სორდიამ გადასცეს.
საქართველოს ქალთა თასი 2021
„ლანჩხუთი“ – „კოლხეთი“ ხობი 2-1 (1-1)
ქუთაისი, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი, 26 მარტი
„ლანჩხუთი“: თათია გაბუნია, ნინო გუჯაბიძე, სოფიკო ნარსია, მარიამ კალანდაძე, ია ალელიშვილი, მარიამ დანელია, მეგი გოცირიძე, თეონა თოდაძე (90+1 ანა გობრონიძე), ეთერ სულაშვილი, ირინა ხაბურზანია, ხატია ჭყონია
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე
„კოლხეთი“: ეკა თაბაგარი, ვიკა კუპრეიშვილი, მანონი საღარაძე, თამარ სვანიძე, ლიკა ქობალავა, სალომე თოდუა, თამუნა თავდიშვილი, ანა წულაია, ნატა კვირკვაია, თინათინ ამბალია, მარიამ ჩუბინიძე (46’ ლანა ჯიქია)
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ლატარია
გოლები: 13’ ხატია ჭყონია, 39’ ანა წულაია, 58’ მანონი საღარაძე (ავტოგოლი)
გაფრთხილება: 90+1 ანა გობრონიძე
მსაჯები: ხათუნა მაისურაძე, თეონა სტურუა, ელენე ელოშვილი
წყარო: https://gff.ge/ge/media/news/22340?fbclid=IwAR24GNJ4eZTLzKXtIU5jpEg1SKlktb9PkxF415s42nvqtke-HLe-tfRRXaU
საქართველოს ქალთა თასი 2021
შეხვედრაში ძირითადად გიორგი ჩხაიძის შეგირდები აქტიურობდნენ და უმეტესად მომენტებს სწორედ გურულები ქმნიდნენ.
ანგარიშ მე-13 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. „ლანჩხუთის“ შემტევმა ია ალელიშვილის გადაცემა გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ხობელთა მეკარემ ეკა თაბაგარმა გოლის ეპიზოდში ცუდად ითამაშა და საკუთარი გუნდის გადარჩენა აშკარად შეეძლო.
გაშვებული გოლის შემდეგ „კოლხეთი“ ბევრს ვერ აქტიურობდა, თუმცა 39-ე წუთზე ანა წულაიამ თათია გაბუნიას შეცდომა გამოიყენა, ბურთი თავზე გადაუგდო და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმი კი ფრედ 1:1 დასრულდა.
მეორე ნახევარში კვლავ გურულები აქტიურობდნენ და სტანდარტულ სიტუაციას ავტო გოლი მოყვა. მანონი საღარაძემ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა და „ლანჩხუთი“ დაწინაურდა. შეხვედრაში ბევრი საინტერესო აღარაფერი მომხდარა და საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთმა“ საქართველოს თასი ზედიზედ მეორედ მოიგო.
წყარო: https://www.crystalsport.ge/news/42003