საქართველოში პირველი კონსტიტუციის დღე აღინიშნება 🇬🇪

 საქართველოში პირველი კონსტიტუციის დღე აღინიშნება 🇬🇪

101 წლის წინ, 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ერთხმად მიიღო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია, რითაც განამტკიცა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ღირებულებები და პრინციპები - ერისა და პიროვნების თავისუფლება, სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატია და მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობა. 

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, ევროპული განათლების მქონე, არაერთი ნაშრომის ავტორი და ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი, ხობის მკვიდრი დიომიდე თოფურიძე გახლდათ.

ვულოცავ მთელ საქართველოს, თითოეულ მოქალაქესა და ჩვენი ქვეყნის ქომაგს ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს! 🇬🇪

ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია