✅ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
✅თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად
მოწყობილი სკოლა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ,
საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის
უფროსმა ბეატრისა რუსიამ გახსნეს.
✅ხელისუფლების წარმომადგენლებმა
მოსწავლეებსა და პედაგოგებს კეთილმოწყობილ გარემოში სწავლის განახლება მიულოცეს და
წარმატებები უსურვეს მათ.
✅საჯარო
სკოლის სრულ რეაბილიტაციაზე
2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
✅ინფრასტრუქტურული
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.