მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში მოინახულა სატაძრო მშენებლობა

15 ნოემბერს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში მოინახულა სატაძრო მშენებლობა.
ამ მადლიან საქმეს ახორციელებს ადგილობრივი მკვიდრი ღურცკაიების ოჯახი, რომელმაც თავისი კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთის დიდი ნაწილი შეწირა საქართველოს ეკლესიას და ადგილობრივი მღვდელმთავრის კურთხევით მანვე ითავა ამ მიწაზე წმიდა ასიათასი მოწამის სახელობის ტაძრის მშენებლობის ორგანიზება.

საძირკვლის კურთხევა შედგა 2018 წლის სექტემბერში. მშენებლობას საპროექტო ზედამხედველობას უწევს პროექტის ავტორი - არქიტექტორი დავით სვანიძე.