შავღელეში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა დასრულდა

 

ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის (ძლიერი ქარი) შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია დასრულდა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განხორციელებული სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანმა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაიამ დაათვალიერეს.

სამშენებლო მასალები ასევე გადაეცათ ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ დაზარალებულ ოჯახებს.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ დაზარალებულ 20 ოჯახს 189997 ლარის ღირებულების მასალები გადასცა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს, ჭალადიდის, ახალი ხიბულის და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში ძლიერმა ქარმა დააზიანა

საცხოვრებელი სახლები, ელექტრო გადამცემი ხაზები და მოგლიჯა ხეები.