ახალი გამოწვევები გვაძლიერებს


ხობის მუნიციპალიტეტში, თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეული არის ტერიტორიულად ყევლაზე დიდი, მასში შედის 3 სოფელი, კერძოდ: თორსა, დღვაბა, საბუკიო და „ოქროს საწმისის“ დასახლება.

2013 წლიდან დღემდე თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და თითოეულ მათგანს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა  სოფლისთვის.

აღსანიშნავია თორსა-დღვაბის დამაკავშირებელი 4,8 კმ. ბეტონის საფრიანი გზის რეაბილიტაცია, ასევე თორსა-საბუკიოს დამაკავშირებელი 1,6 კმ-იანი ბეტონის საფარიანი გზის რეაბილიტაცია.

თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულს მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა გაზიფიცირება და მოსახლეობა დღე-დღეზე ელოდება გაზის ქსელში შეერთებას და გამრიცხველიანებას.

თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა სამელიორაციო სამუშაოები დაახლოებით 350 ჰექტარ მიწის მასივებზე. მთლიანად ამოიწმინდა მდინარე უტორის 10-კმ-იანი მონაკვეთი. სოფელ საბუკიოში განხორციელდა სამი მთავარი არხის ამოწმენდითი სამუშაოები

 და მოეწყო ხიდ-ბოგირები, ასევე კეთილმოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორია.

სოფელ თორსაში კეთილმოეწო და გარემონტდა საბავშვო ბაღი და აღიჭურვა თანამედროვე ტერქნიკით და ინვენტარით. რემონტი ჩაუტარდა სოფლის ამბულატორიას. თორსის ცენტრში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 აპრილისა და სამამულო ომის შინმოუსვლელთა მემორიალებს. სოციალურად დაუცველ 3 ოჯახს დაუფინანსდა საცხოვრებელი სახლის რემონტი და ორ ოჯახსთვის შეძენილიქნა საცხოვრებელი სახლის სახურავი. ასევე მოსახლეობას უფინანსდებათ საოპერაციო თანხის გარკვეული ოდენობა.

სოფლის მოსახლეობის თანადგომაში თავდაუზოგაობით გამოირჩევა თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მზია ლემონჯარია, რომელიც მისი უანგარო შრომით, მუდამ მოსახლეობის გვერდით დგას.

სოფელში, როგორც რეგიონში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის წარმატებული ღონისძიებები.

თორსა-დღავბის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში გაშენდა მწვანე მოცვის პლანტაცია 20 ჰა-ზე, საიდანაც წელს უკვე მიიღეს პირველი მოსავალი.



არ შეიძლება არ აღვნიშნო, თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში 2020 წელს ბატონ მიხეილ ღურწკაიას ძლისხმევით და თაოსნობით საძირკველი ჩაეყარა დიდ მამულიშვილურ საქმეს, დაიწყო და დასრულების სტადიაშია თორსის 1000 მოწამის სახელობის ეკლესია.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (წარმომადგენელი გვანცა კიკალეიშვილი) დაფინანსებით და ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით გარემონტდა და კეთილმოეწყო სოფლის ბიბლიოთეკა და სამკითხველო, სააქტო დარბაზი, ასევე ამავე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებით ჩვენს ადმინისტრაციულ ერთეულში შეიქმნა მცირე სოციალური საწარმო „ჩირიგე“, რეომელიც უკვე ფუნქციონირებს და ახალგაზრდული ტექნოლოგიური ცენტრი, სადაც ახალგაზრდები ეუფლებიან  მეწარმოების საფუძვლებს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკული კუთხით.

მიმდინარე წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ღელე „თოლისქურზე“ ხიდ-ბოგირების მოწყობა, სოფელ საბუკიოში სანიაღვრე არხის ამოწმენდა და სოფელ დღვაბაში გარკვეულ მონაკვეთზე ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.

დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით მოგვარდება ის მნიშვნელოვანი პრობლემებიც, რაც თორსა-დღავბის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დრომდე გადაუწყვეტელია, ეს არის სასმელი წყლის დებეტის გაზრდა და შიდა სასოფლო გზების დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ცხოვრება სწორედ ამითაა საინტერესო, ახალი გამოწვევები მიზნები გვაძლიერებს, ერთად დგომით კიდევ უფრო საკეთილდღეო საქმეებს განგვახორციელებთ იმ კუთხის საკეთილდღეოდ, რომელიც უპირველესად ჩვენთვისაა ძვირფასი.

ედემი ლატარია,

მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი თოირსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში.

გაზეთი ხობის მოამბე  #9 ივლისი 2021 წელი