ზვიად დათუაშვილის სახელობის ტურნირი დასრულდა

 16 ივნისს, შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის, ზვიად დათუაშვილის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრები და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ტურნირის გამარჯვებული შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალსოფლის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ჭალადიდელები გავიდნენ. გამარჯვებულ და საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს, ინდივიდუალურ ნომინაციებში საუკეთესოდ დასახელებულ ფეხბურთელებს თასები და სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას, ზვიად დათუაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

   სპორტული ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.