სამოქალაქო ფორუმი - „სამოქალაქო ბიუჯეტი სამეგრელოს რეგიონში“

 ქ. ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღში პროექტის „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ ფარგლებში სამოქალაქო ფორუმი „სამოქალაქო ბიუჯეტი სამეგრელოს რეგიონში“ გაიმართა.

ფორუმზე დამსწრე საზოგადოება გაეცნო სამოქალაქო ბიუჯეტის, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის ერთერთ ეფექტურ მექანიზმს, რომელიც საქართველოში ბოლო წლების მანძილზე არაერთ მუნიციპალიტეტში დაინერგა. მოუსმინეს პრეზენტაციებს, თუ როგორ ვითარდება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა ზუგდიდის, ოზურგეთის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მაგალითზე.

ფორუმზე, როგორც პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მიწვეული იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დავით ჭოჭუა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია.

პროექტი „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის გზით ჩართულობის მექანიზმების შესახებ წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდას, ასევე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე წალენჯიხისა და ხობში სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობას.

საქართველოში პროგრამის განხორციელება აქტიურად 2018 წლიდან დაიწყო და ყოველწლიურად ახალ მუნიციპალიტეტში ინერგება.