პირველ ხორგაში საბავშვო ბაღი შენდება

 პირველი ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტიადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება.
„2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ორი, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 საბავშვო ბაღს, ხოლო ორის მშენებლობა მიმდინარეობს“ - აღნიშნა მერმა, გოჩა ქაჯაიამ.
მიმდინარე წელს პირველ ხორგაში განხორციელდა ცენტრალური გზის სრული რეაბილიტაცია, ხოლო ცენტრალურ ქუჩაზე დამონტაჟდა გარე განათების სისტემა.