ახალსოფელში გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

🔹ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება.

🔹ინფრასტრუქტურულ პროექტს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს.

🔹პროექტის შესაბამისად 60 მეტრზე მოეწყობა გაბიონი.

🔹აღნიშნულ მონაკვეთზე გზის  ნაწილი დაზიანებული იყო, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებები უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებოდნენ.

🔹გაბიონის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია გაეცნენ.

🔹სამუშაოების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.