ხობში ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის” პრეზენტაცია გაიმართა


✓ ხობის კულტურის სახლში ახალი ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის ,,ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემის” პრეზენტაცია გაიმართა.
✓ ახალი პროგრამა მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს სახლიდან გაუსვლელად ისარგებლონ სხვადასხვა სახის მუნიციპალური ელექტრონული სერვისებით.
✓ პრეზენტაციას ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ბიზნეს ანალიტიკოსი თეა სუთიაშვილი უძღვებოდა.
✓ ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდება განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდება კონსულტაციის მიღება, დაიზოგება მოქალაქის ფინანსური და დროითი რესურსები, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იდეებით ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ექნებათ მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად გზას გაუხსნიან კიდევ მეტ შესაძლებლობას.
✓ პრეზენტაციას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდნენ.
✓ მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემების მუნიციპალური სერვისებია: ონლაინ განცხადებების სიტემა, შენი იდეა მუნიციპალიტეტის მერს, პროექტების მონიტორინგი, მოქალაქეთა დახმარება, ინტერაქტიული რუკა, გამწვანებული ტერიტორიები, ქალაქის პარკინგი, აქტივების მართვა და მუნიციპალური კალენდარი. მუნიციპალური მმართველობა, რომელიც მოიცავს დოკუმენტბრუნვას, ელექტრონულ კანცელარიას, ადამიანური რესურსების მართვას, უფასო სასადილოების მართვას, საკრებულოს დოკუმენტბრუნვას, ნარჩენების მართვას, სოციალური დახმარებების მართვას.
✓ დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულებზე:
https://ms.gov.ge/home?fbclid=IwAR2qDzHO9_bM8Ky6MbwWfy9zQ0kaT4mIf0akOSd465E8bXcdarnSwjsGUug

https://l.facebook.com/l.php?u=https%3A%2F%2Fbuild.municipal.gov.ge%2F%3Ffbclid%3DIwAR0Eag7mrcNYZcfoiH4PGUJTygw9Nk7RmCyvexKTS3tHi8uFFObxXI3MSho&h=AT0BwVihzaN5cOWG2yLFck4VgcWhT89wH5PTlgDHCXhpek7BcyCkesKJbhrIH420uld4V8Rpnwi-Rh58dHN-50qxqFz7FfzDlw8bbPpV-ywce42rKsjSUpU5KAn8Se3wb2d1XA