ხობის ს.კ. „კოლხეთის“ მოკლე ისტორია



ხობის ,,კოლხეთი,, დაარსდა 1936 წელს.
თამაშობს ხობის პაატა თათარიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე.
1987 წელს გახდა საქართველოს პირველობის მე-2 პრიზიორი, 1988 წელს კი საქართველოს ჩემპიონი. 1989 წელს ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი ,,კოლხეთი", რომელიც ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის პირველობაზე მე-2 ლიგის გუნდებს შორის. 1990 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ჯერ უმაღლეს, შემდეგ კი პირველ და რეგიონალურ ლიგაში 2007 წლიდან ასპარეზობდა პირველ ლიგაში, 2008-2009 წლებში გამოდიოდა ხობის ,,ხობის" სახელწოდებით. ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგაში ასპარეზობს როგორც ხობის ,,კოლხეთი."
ამჟამად ასპარეზობს მესამე ლიგაში მთავარი მწვრთნელი ზურაბ ფარცხალაიშვილი.
აქ აღზრდილ მრავალ ფეხბურთელს დაუცავს თბილისის დინამოსა და საქ. ნაკრების ღირსება, ესენი არიან: დემურ ვეკუა, ავთანდილ ქანთარაია, ენუქი თევზაძე, ელდარ გვასალია, ზურაბ აიანადი, ლევან გვაზავა, ლადო ახალაია, ედიკ საჯაია, ირაკლი სახურია და სხვები

საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ გერბის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს ტარიელ (ნუკრი) ზარანდია: 1990 წელს, როცა პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო, ყველა უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდებს მოსთხოვეს, რომ გუნდებს თავიანთი გერბები ქონოდათ! ცხონებულმა ზურაბ ბუბუტეიშვილმა(ს.კ. "კოლხეთის" პირველი პრეზიდენტი) მე დამავალა უმოკლეს დროში კლუბის გერბის შექმნა... გერბს, თუ კარგად დაუკვირდებით, შემოხაზულობას ს.კ. "ბარსელონასთან" მსგავსებას აღმოაჩენთ
🙂
, დიდ ბურთზე 4 მომგვრალებული "ანდროპოვის ყურების"
🙂
მსგავსება, კი მაშინდელი ჩვენი სტადიონის შესასვლელს დავესესხე...!!! ხოლო "1936'-ც ჩემი მონაპოვარია...!!! მასზე ადრინდელი დათარიღებული მატჩი, ხობის :კოლხეთის" მიერ ჩატარებული, სხვადასხვა არქივებში მოძიების შემდეგ, ვერ ვიპოვე!!! ისიც ქუთაისის"ტორპედოსთან"გასვლით მატჩზე, დიდი ანგარიშით მარცხზე გვაუწყებდა, უფრო ადრინდელი ოფიციალურ მატჩზე მასალა ვერ იქნა მოძიებული..., უფრო სწორედ კი, ცხონებულმა პაატა თათარიშვილმა (მაშინდელი გუნდის უფროსი) ბატონ ზურაბს უთხრა:"შეაწყვეტინე მოძიება, თორემ ეს თბილისის "დინამოზე"(1925 წ.) და ფოთის "კოლხეთზე"(1913წ.) უფრო ადრინდელ ჩატარებულ მატჩსაც აღმოაჩენსო...!!!"
🙂
, ასე რომ, დარჩა-1936წ!!! გერბის პირვანდელ ვარიანტში მარცხენა მხარეს რუსულად, ხოლო მარჯვენა მხარეს ინგლისურად ეწერა: ს.კ. "კოლხეთი",შუაში კი,ოქროს საწმისის ვერძი იყო გამოსახული, რომელიც ჩვენი კულტურის სასახლის თავზე ზურაბ წერეთელის ქმნილებიდან ავიღე, შემგომ დროთა განმავლობაში გერბი ძაან გადატვირთულიაო და ეს ყველაფერი გაქრა! ამ გერბის სისრულეში მოყვანაში მონაწილეობა მიიღო ასევე. ერთმა კარგმა საჯიჯაოელმა ახალგაზრდა მხატვარმა კარლომ...!!!
პატივისცემით,
ს. კ. ხობის "კოლხეთის" ვიცე-პრეზიდენტი,
მთავარი ინჟინერი 1989-1993წწ-ში
ტარიელ (ნუკრი) ზარანდია.
18 ოქტომბერი 2020 წ.
P.S. საქართველოში პირველი საფეხბურთო კლუბი შეიქმნა ხობში!!! დიახ, ის იყო ს. კ. "კოლხეთი"!!! ხოლო შემდეგ შეიქმნა ს. კ. თბილისის "დინამო"... მაშინდელ საბჭოთა იმპერიაში კი, პირველი საფეხბურთო კლუბი დაარსდა უკრაინაში, ეს იყო ს.კ. ლვოვის "კარპატი", ხოლო მეორე-ს. კ. ხობის "კოლხეთია"...!!!

ხობის "კოლხეთი"-ს ოფიციალური ფანკლუბი "მგლები"-ს გვერდიდან
ჩვენს კლუბს არ ჰქონდა ნორმალური ხარისხის-გაფართოების ციფრული დამუშავებით გერბი-ლოგო ამაში კლუბის წინანდელი ხელმძღვანელობაც დამემოწმება.
,,2015 წელს ჩვენი საფეხბურთო კლუბის ხობის ,,კოლხეთის,, ლოგო საკუთარი ინიციატივით, თანამედროვე დიზაინით დაამუშავა და გვაჩუქა ტყიბულელმა გიორგი აშოტიამ, რომელიც როგორც ჩანს ქართული ფეხბურთის ჭეშმარიტი ქომაგია.
ავტორი: ირაკლი შონია