შუა ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში 60 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 
 ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 399 399 ლარს შეადგენს.
 სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ გარემოში წარიმართება.
   მიმდინარე  სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა.
ახალ სასწავლო წელს  ძველი ხიბულაში  აღსაზრდელები ახალი თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღში  შეხვდებიან, რომელიც ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენდა.
   ამ ეტაპზე ხობის მუნიციპალიტეტში 13 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. 
იგეგმება პირველი ხორგის საბავშვო ბაღის მშენებლობა.