დღეს ხობში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გვესტუმრა.


ხობის ცენტრალური სტადიონი და მიმდებარედ არსებული ყოფილი სპორტული კომპლექსის ტერიტორია დავათვალიერეთ, სადაც ახლა სათადარიგო სტადიონია.
ხობში ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ, ბევრი ხობელი ფეხბურთელი წარმატებით ასპარეზობდა და ახლაც ასპარეზობს სხვადასხვა ქართულ თუ უცხოურ კლუბებში.
ხობში საზოგადოებისათვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული საკითხი, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაა და სპორტის ეს სახეობა ახალგაზრდებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
სწორედ ამიტომ, რეგიონში ფეხბურთის ხელშეწყობისა და პოპულარიზაციის კუთხით აღნიშნულ ტერიტორიაზე იგეგმება შესაბამისი ინფრასტურქტურის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას და მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას სპორტის ამ სახეობით.
წყარო: https://www.facebook.com/GDIrakliKhakhubia/photos/pcb.3524299484299303/3524291154300136/