კორონავირუსი დაუდასტურდა ქარიატაში სასკოლო ავტობუსის მძღოლის 7 კონტაქტს და ერთ პირს ახალსოფელში


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში კორონავირუსი კიდევ 7 პირს დაუდასტურდა ერთი კი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდანაა, რომელიც ფოთში მუშაობს. 
ისინი სასკოლო ავტობუსის ინფიცირებული მძღოლის კონტაქტები არიან. დაინფიცირდნენ ოჯახის წევრები და მეზობლები.
სკოლის 80 მოსწავლე და მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან.
საიდან დაინფიცირდა თავად მძღოლი, ჯერჯერობით უცნობია.
ქვეყანაში ვირუსის კიდევ 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში 6192 გამოვლენილი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 796. სულ 3120 გამოჯანმრთელებული
გარდაცვლილია 37 მოქალაქე.