ტბა ,,პაპანწყურე“
ხობის მუნიციპილიტეტი, ხეთის ადმინისტრაციული ერთეული, ულამაზესი ტბა ,,პაპანწყურე“
ფოტო: ირაკლი შონია#ხობი
#ხეთა
#პაპანწყურე
#პაპანწყვილი
#სამეგრელო
#საქართველო
#ხობჟიდოშე
გაზეთი: ,,სახალხო გაზეთი’’, 1912 წ. 11 მაისი, N596
სოფელი ხეთა (ზუგდიდის მაზრა)
უკვე თვე სრულდება, რაც წვიმს. ამით ხვნა-თესვას შეუშალა ხელი. ნათეს მიწებში წყალი სდგას. თუ ასე გაგრძელდება მოსალოდნელია შიმშილობა.
ჩვენში არის ერთი პატარა ტბა, რომელსაც სახელად ჰქვიან ,,პაპანწყვირე’’. ეს სახელი მეგრულია და ქართულად კი გამოითქმება ,,მღვდლის ნაქცევი’’. ტბა ღრმა არის, ზომით ერთი ქცევა იქნება. მოთავსებულია ფრიალო კლდეებს შუა. რამდენიმე წლის წინეთ გაუზომიათ მისი სიღრმე ადგილობრივ მოვაჭრეებს, ნავით შეცურებულან შუა-გულ წყალში და 100 საჟენიანი 10 გირვანქიანი გირი მობმული ბაწარი ჩაუშვიათ, მაგრამ ტბის ძარამდე ვერ დაუწვდენიათ.
ალექსანდრე გოგინავა
ტბა პაპანწყვირე, 1963 წელს გადაღებული ფოტო რომელიც ავთანდილ კვარაცხელიას ეკუთვნის.
#პაპანწყვირე
#პაპანწყვილი
#პაპანწყვირე
#პაპანწყვილი
ტბა პაპანწყვირე, რომელიც მდებარეობს სამეგრელოში ურთის მთის კალთაზე, შავთეთრ გამოსახულებიანი სურათი გადაღებული მაქვს 1963 წელს, იმ დროს ამ სურათის გადაღების მიზანი ის იყო, რომ გაზეთ ნორჩი ლენინელში გამოქვეყნდა და გამოცხადდა ფოტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის, რასაკვირველია
მეც გადავწყვიტე კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ შემდეგ გავიფიქრე ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები რა მოსაწონი იქნება მეთქი და ეს სურათი როგორც დოკუმეტური ახლა გამომადგა. ავთანდილ კვარაცხელია