მერიის ინფორმაცია ქ. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მრავალწლოვანი ნარგავების გატანასთან დაკავშირებით


ხობის ცენტრი 2020 წლის მარტი

საზოგადოების მხრიდან გამოხატული ინტერესის გათვალისწინებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერია გთავაზობთ ინფორმაციას ქ. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მრავალწლოვანი ნარგავების გატანასთან დაკავშირებით:

ქ. ხობის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობს კულტურის სახლის წინ არსებული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარკვეულწილად იცვლება როგორც მოედნის კონფიგურაცია, ასევე სრულად აღდგება და განახლდება მიმდებარედ განთავსებული ობიექტები, კერძოდ: სრულად აღდგება, განახლდება და თავდაპირველ იერსახეს დაიბრუნებს ზურაბ წერეთლის სკულპტურული ნამუშევრები „სიცოცხლის ხე“ და „სიჭაბუკის ზეიმი“, ასევე განახლდება კულტურის სახლის ფასადზე განთავსებული მონუმენტური პანო „არგონავტები“. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი. მიმდინარეობს მუშაობა მოედნის მიმდებარედ განთავსებული ადმინისტრაციული შენობების გარეიერსახის მოსაწესრიგებლად და კარდინალურად შესაცვლელად.
დაგეგმილი პროექტის პარალელურად ასევე მიმდინარეობდა მუშაობა განახლებული მოედნის სათანადო გამწვანების საკითხებზეც, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა საკითხი ათწლეულების განმავლობაში, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჯიშისა და სახეობის უსისტემოდ და არაპროპორციულად განთავსებული მრავალწლოვანი ნარგავების მოწესრიგების შესახებ და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული მათი ჩანაცვლება ახალი და შესაბამისი გარემოს მიმართ ადაპტირებადი მრავალწლოვანი ნარგავებით, კერძოდ: საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ გასული საუკუნის შუა წლებში ქ. ხობის ცენტრალური ნაწილი, რომელიც მდინარის კალაპოტს წარმოადგენდა, მოეწყო ხელოვნურად, ქვიშა-ხრეშოვანი (ინერტული) მასალით და მიწის ქვედა ფენა უნაყოფოა, რის გამოც მრავალწლოვანი კულტურების უმეტესობა დარგვისთანავე სიცოცხლისუუნარო ხდება და ხშირ შემთხვევაში ხმება. ამასთან, დღემდე შემორჩენილი მრავალწლოვანი ნარგავებიდან კვიპაროსები, თავისი განუვითარებელი ჰორიზონტალური (ფუნჯა) ფესვებით წარმოადგენენ ქარქცევადი სახეობის ხეებს, რომელთა განთავსება გაუმართლებელია განუვითარებელ ნიადაგზე და წლების შემდგომ, სათანადო სიმაღლის მიღწევისას შესაძლებელია საშიშროების შემცველიც შეიქნეს. ამდენად, გამწვანების პროცესში გარემოსადმი ადაპტირებადი ნარგავების შერჩევის, მათი კომპლექსურად განთავსებისა და ვიზიტორთა მხრიდან რეაბილიტირებული გარემოს უკეთ აღქმის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მოედანზე არსებული მრავალწლოვანი ნარგავები სრულად ჩანაცვლებულიყო.
გამოთავისუფლებული მრავალწლოვანი ნარგავები სრულად იქნა გადატანილი წინასწარ შერჩეულ ადგილებზე და დაზიანების გარეშე გადარგულია ახალსოფლის, ნოჯიხევის, პირველი მაისის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ხობის ცენტრალური პარკის მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, მოწვეული სპეციალისტების მიერ შესწავლილი იქნება როგორც ნიადაგის შემადგენლობა, ასევე, შეირჩევა გარემო პირობებისადმი ადაპტირებადი დეკორატიული ხე-მცენარეები, რომელთა შესყიდვისა და მიმდინარე წელს განთავსებისათვის ადგილობრივ ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 50 ათასი ლარი.
ხობის მუნიციპალიტეტის მერია

ხობის ცენტრი 2019 ივნისი

ხობის ცენტრი 1981 წელი


video 2020 წლის არქივი ყოველ ქარის დროს წაქცეული კვიპაროსის ხეები