მერიაში, კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს


სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა ახალი კორონავირუსის პრევენციის კუთხით ხობის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო.
ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ რწმუნებულის მოადგილეს, ხობში კორონავირუსის პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
დღევანდელი მონაცემებით, ხობის მუნიციპალიტეტში, საზღვარგარეთიდან ჩამოსული 37 პირი არის თვითიზოლაციაში. აღნიშნული მოქალაქეები შესაბამისი სამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია ესწრებოდნენ.