103 წლის ქალბატონს პროდუქტების პაკეტი გადასცეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და ბიზნესმენი თამაზ ბასილაია ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, 103 წლის პაუსია ჯიშკარიანს სახლში ეწვივნენ, კვების პროდუქტების პაკეტი გადასცეს და მხცოვან ქალბატონს  ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
დღეს, ასევე, ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, 60 და მეტი ასაკის მარტოხელებს, დედ-მამით ობლებს, დიალიზზე მყოფთ, სამამულო ომის ვეტერანს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, 100 და მეტი ასაკის მოქალაქეებს თამაზ ბასილაიას მიერ შეძენილი კვების პროდუქტები გადაეცათ.