მცირე ცნობები ხობის ბიბლიოთეკის შესახებ


1913 წელს, დაბა ხობში, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახალხო წიგნსაცავი-სამკითხველო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებას გაუხსნია. იმავე წელს, ქვალონშიც გახსნილა არჩილ ჯორჯაძის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო, შემდეგ - ხეთაში.
ხობის ბიბლიოთეკა გიორგი ხერხეულიძეს გაუხსნია. (დაიღუპა I მსოფლიო ომში) და ბიბლიოთეკისთვის ერთი წლით ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერია.
„ნ. ბუკიას წამოწყებას ფრთა შემოესხა და 1914 წ. ზუგდიდში დაარსდა ქართულ წ.კ.გ. საზოგადოების განყოფილება და ქართული დაწყებით სკოლა. ამავე წელს ხობში გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახ. ბიბლიოთეკა სამკითხველო; შემდეგ ხეთაში, ცაიშში, წალენჯიხაში და დარჩელში. ხობის ბიბლიოთეკა გახსნა გიორგი ხერხეულიძემ (დაიღუპა I იმპ. ომში) და ერთი წლით ჟურნალ „თეატრი და ცხოვრება“ გამოუწერა. ამის ავტორმა დახატა ილია ჭავჭავაძის სურათი წარწერა აბრაზე და უფასოთ შემოსწირა, თენგიზ კორტავამ უფასოდ ბინა დაუთმო“ (პეტრე პავლეს ძე მეუნარგიას ხელნაწერი №25860 აკაკი წერეთლის ზუგდიდში მოგზაურობის შესახებ).

დაბა ხობში სამკითხველოს გახსნის სურვილი ადგილობრივ მოსახლეობას ჯერ კიდევ 1893 წელს ჰქონია. თანხაც შეუგროვებიათ მაგრამ სიტყვა სიტყვად დარჩენილა და ბიბლიოთეკა ვერ გაუხსნიათ.
„ხობელების ბუნებრივად დაქვეითებას და უკან ჩამორჩენას უნდა მიეწეროს ის გარემოება, რომ  აგერ ოთხი წელიწადია რაც ხობელებს დაბა ხობში სამკითხველო-წიგნთსაცავის დაარსების სურვილი აქვთ, მაგრამ ფრიად საჭირო საქმეს ჯერჯერობით შესრულება ვერ ეღირსა...“ („ივერია“, 1897 N124).
„ს. ხობი. 25 აპრილს ადგილობრივმა სცენის მოყვარეებმა, ხობის ილიას სახელობის ბიბლიოთეკის შენობაში წარმოადგინეს ცნობილი პიესა „ციმბირელი“, რომლის შემოსავალი მოხმარდა წითელ ჯვარს და ნაწილი ზემოთხსენებულ ბიბლიოთეკას...“ (გაზეთი „სამშობლო“, 1915 წელი N79).
„ამხანაგო რედაქტორო! გთხოვთ თქვენი პატივცემული გაზეთის „ჩემი მეგობრის“ საშუალებით ნება მოგვცეთ, რათა უღრმესი მადლობა გამოვუცხადოთ მოქალაქე მინადორა ჟვანიას (სიჭინავას ასულს), რომელმაც კეთილ ინება და დ. ხობის სამკითხველოს თავისი ქმრის ხსოვნის აღსანიშნავად, ნახევარი წლის ვადით გამოუწერა გაზეთი „ჩვენი მეგობარი“ (გ. „ჩვენი მეგობარი“ N387, 1917წ.).
ხობში ბიბლიოთეკა წითელი კუთხის სახით 1936 წლიდან მოიხსენიება, ხოლო 1946 წლიდან წითელ კუთხეში არსებული წიგნების ბაზაზე შეიქმნა ხობის სამკითხველო, შემდეგში ბიბლიოთეკად წოდებული. 
წლების განმავლობაში ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდნენ ღვაწლმოსილი მუშაკები: ქსენია ცხომარია, ვერა ებანოიძე, ვალენტინა კეკელია, ლამარა ზაქარაია.
ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკას 2013 წელს საზოგადო მოღვაწის, მწერლის, ლექსიკოგრაფისა და ეთნოგრაფის თედო სახოკიას სახელი მიენიჭა.
ხობის ბიბლიოთეკაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ (სია ეტაპობრივად დაზუსტდება): 

კეკელია ვალენტინა

ზაქარაია ლამარა

გოგოლი მარო

ჩაგანავა ვერიკო

ალანია-კაკულია მადონა

ქაქუთია ტანია

სალაყაია ენვერი

გოგია ფერიდე

კილასონია მაყვალა

ფარცვანია მედეა

ბაძაღუა ნინელი

თათარიშვილი იამზე

სალაყაია დოდო

გოგინავა ნატო

შამათავა ნატო

ბერაია ციცო

ქაჩიბაია მზია

ჩარგაზია ლეილა

ჟვანია ინგა

გვარამია მარინა

რუხაძე მარინა

 დგებუაძე ელისო

 სალაყაია ელზა

ლიპარტია მაყვალა

ნადარაია ლიანა   კეკელია ვალია

წყარო: http://gnostikosi.blogspot.com/2020/01/blog-post_28.html