ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსახლეობას საჩუქრები გადასცეს

🔹წინა წლების მსგავსად, წელსაც, შპს ‘შავი ზღვის ტერმინალის“ წარმომადგენელმა ქეთინო ოდიშარიამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ტერმინალის საჩუქარი - სადღესასწაულო ნობათი გადასცა.
🔹ბიზნესმენმა და ახალი ხიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ნადარაიამ, ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ ხუთ მრავალშვილიან ოჯახს 150-150 ლარი გადასცა. 🔹მიკრო საფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ წარმომადგენლებმა ზემო ქვალონის, ახალი ხიბულის და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სამ ოჯახს დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.