მერიასა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
🔹 მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ მოაწერეს ხელი.
🔹მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანებისა და პირობების შესრულების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტი მიიღებს 2 მილიონი ლარის კაპიტალურ გრანტს
🔹გრანტი მოხმარდება მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, კერძოდ, საშუალოვადიან დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას 2020-2023 წლებში.