პირველ მაისში ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს

 ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობა მიმდინარეობს
 პირველ მაისში მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის უფროსმა, ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს
 საკვიკვინიოსა და ბულიწყუში ნაპირდამცავი გაბიონი შენდება, ხოლო საჩოკორაიოში, მდინარე მუნჩიაზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
 პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 178500 ლარს შეადგენს
ინფრასტრუქტურული პროექტები ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან დაფინანსდა.