„ღია შეხვედრებზე“ დასმული ამბულატორიის პრობლემა მოგვარდა

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამბულატორიის რეაბილიტაციის საჭიროების საკითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დაისვა. ამბულატორიაში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები, მოეწყო პანდუსი. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 23000 ლარი დაიხარჯა.