მერი საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო


ქალაქ ხობში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. ცენტრის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ.
იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
 საზოგადოებრივი ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან მომსახურებას, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს.
ხობში ცენტრის მშენებლობაზე 645888 ლარი დაიხარჯება და მოქალაქეებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ცენტრით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემათ.