მურმან ჯინორიას პოეზიის საღამო ხობში

ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პოეზიის საღამო გაიმართა. რუსთაველის თეატრის მსახიობმა მურმან ჯინორიამ ქართველი კლასიკოსი მწერლების გენიალური  ლექსები  წაიკითხა.
    ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენმერმა   პედაგოგებს   პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.   
    პოეზიის საღამო ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.