გაღმა საჯიჯაოში ახალი ხიდი გაიხსნა (ფოტო+ვიდეო)


ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ხიდის მშენებლობა დასრულდა. ახალაშენებული ხიდი მოსახლეობასთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
გაღმა საჯიჯაოში ხიდი სტიქიის შედეგად დაზიანდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ხობის მუნიციპალიტეტისთვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
გაღმა საჯიჯაოს ხიდის მშენებლობაზე 215 ათას ლარამდე დაიხარჯა.