ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია




ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი ხიბულა-საჯიჯაოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 492 ათას ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 
✔ 4-კილომეტრზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი
✔ მოეწყობა ეზოებში შესასვლელები 
✔ მილხიდები 
✔ სამუშაოს შპს „პრაიმ ბეტონი“ აწარმოებს გზა წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.