სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო

სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო ]
1. აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია:
• ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ სტრუქტურულ ერთეულებში / 25-ვე საბავშვო ბაღში/.
• სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებაში (ხობი. ცოტნე დადიანის ქ.#204),
 2. რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
• ნოტარიულად დამოწმებული ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი-2 ეგზემპლარი;
 • ჯანმრთელობის ცნობა/ჩატარებული აცრების მითითებით/
• ფოტოსურათი -2 ცალი (3X4)
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები


 3. რეგისტრაცია შესაბამისი ასაკის მიხედვით
• 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში (ბაგის ჯგუფი) რეგისტრაციას გადის ყველა ის აღსაზრდელი, რომელსაც სასწავლო -სააღმზრდელო წლის დასაწყისში (16 სექტემბერს) უსრულდება 2 (ორი) წელი. • 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელები რეგისტრირდებიან შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში: ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი; ქალაქ ხობის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი; პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი; საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი; ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი;
• 3-4 წლიანთა; 4-5 წლიანთა ; 5-6 წლიანთა (სასკოლო მზაობის); შერეულ ასაკობრივ (3-დან 6 წლამდე) ჯგუფებში რეგისტრირდებიან ის აღსაზრდელები, რომელთაც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (16 სექტემბერს) უსრულდებათ შესაბამისი ასაკი.
4. აღსაზრდელთა ჩარიცხვა:
• რეგისტრაციის განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, განაცხადი გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს.
 • გაერთიანების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება აღსაზრდელთა ჩარიცხვა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.
• საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს: სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს; სპეციალური საგანმათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს; იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
5. ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი განხორციელდება მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 27 ივლისამდე.
6. აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე.
7. ჩარიცხულ აღსაზრდელთა სია 10 აგვისტოდან გამოიკვრება შესაბამის სკოლამდელ დაწესებულებაში.
8. 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წელი საბავშვო ბაღებში 16 სექტემბერს დაიწყება.