ქალაქ ხობში სასტუმრო „დივანი“ გაიხსნა (ვიდეო)

ქალაქ ხობში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სასტუმრო „დივანი“ გაიხსნა. სასტუმროში 6 ადამიანია დასაქმებული, ხოლო კომპლექსში 30 ადგილობრივის დასაქმება იგეგმება.
სასტუმროს გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი დავით პაპავა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასტუმროს ადმინისტრაცია სტუმრებისთვის რეგიონის ღირსშესანიშნაობების გასაცნობად ტურისტული ტურების მოწყობას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მათ გადამზადებას გეგმავს.

სასტუმროს მშენებლობა კერძო სექტორის დაფინანსებით განხორციელდა და პროექტში ჩადებული ინვესტიციის მოცულობამ 800 ათასი ლარი შეადგინა.
საკონტაქტო ნომრები: 597 16 07 03, 597 03 88 96.