ახალ ხიბულაში გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში, სასაფლაომდე მისასვლელი ერთ კილომეტრიანი გზის მშენებლობა (ბეტონის საფარის დაგება) მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 194135 ლარს შეადგენს. შიდა სასოფლო გზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დასრულდება.

 








ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!