კომისია 19 ოჯახის მდგომარეობას გაეცნო

ძველი ხიბულის, ახალი ხიბულის და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა,სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია, კომისიის წევრი ტარიელ ალექსანდრია და ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტი რომან რეკვავა ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს. მიმდინარე წელს, კომისიამ 19 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა შეისწავლა. ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან სახურავის შეკეთებას, მერია სამშენებლო მასალებით დაეხმარება.