ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო (ვიდეო)


ზუგდიდში, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, მერის მოადგილემ, მახარე ჩოკორაიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის და ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
 ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, საქართველოს ეროვნული გმირი - ზვიად გამსახურდია, დღეს 80 წლის გახდებოდა.
    დღეს, ზუგდიდის არტ-გალერეაში ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი წიგნი-ჟურნალის პრეზენტაცია და საჯარო ლექცია თემაზეზვიად გამსახურდიას ევროპული არჩევანიგაიმართა,  ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და  მერი გოჩა ქაჯაია  ესწრებოდნენ.
 31 მარტი, რეფერენდუმის დღეა. 1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით, ხმათა უმრავლესობით, მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს.