კომისია ახალსოფელში მცხოვრები ოჯახების მდგომარეობას გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე შოლინა კანკია ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ადგილზე გაეცნენ მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და საცხოვრებელ პირობებს. მერია ახალსოფელში მცხოვრებ ორივე ოჯახს სამშენებლო მასალებით დაეხმარება. ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს. აღნიშნული პროგრამის შესაბამისად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს რომელთა სახლები საჭიროებს გადახურვას ან სახურავის შეკეთებას, მერია სამშენებლო მასალებით დაეხმარება. 2018 წელს, აღნიშნული პროგრამით 28 ბენეფიციარს, 40 000 ლარის დახმარება გაეწია.