საკრებულოს სხდომა

22 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრი დაჩი ბერაია, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია განახორციელოს ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის სახელდება. 
სხდომაზე ასევე განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, პროექტით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხორციელდება სხვადასხვა სახის ცვლილება: იზრდება ბიუჯეტის შემოსავლები 784,0 ათასი ლარით მუხლიდან „გრანტები, რის საფუძველზეც გაიზარდა ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა და შეადგინა 13238,0 ათასი ლარი.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ტ. ალექსანდრიამ საკრებულოს წევრებს გააცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული ხობის მუნიციპალიტეტის 2016 – 2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. საკითხზე დებატების დასრულების შემდეგ ხობის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმოკლეს ვადაში შესრულება, რაზედაც კონტროლს უზრუნველყოფს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა და ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეები, მიღებულ გადაწყვეტილებაზე ეცნობება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.