ხობში ნინო კემულარიას წიგნის „დუმილის ხმაური“ პრეზენტაცია გაიმართა


ხობის კულტურის სახლში პოეტისა და პროზაიკოსის, ნინო კემულარიას პოეტური კრებულის  „დუმილის ხმაური“  პრეზენტაცია გაიმართა. ავტორის მეგობარმა მწერლებმა და მკითხველებმა„დუმილის ხმაურიდან“ ლექსები წაიკითხეს და მის შემოქმედებაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
„დუმილის ხმაური“ ნინო კემულარიას, რიგით მეოთხე წიგნია.  კრებულში 2013 – 2018 წლებში შექმნილი ლექსებია შესული.