ქვემო ქვალონის სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. 
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სკოლა 300 მოსწავლეზეა გათვლილი, ხოლო სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 158 ათასი ლარია.
სკოლების მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში დაგეგმილი აქვს სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.