დიომიდე თოფურიძე

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებისწევრი, საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე, ევროპული განათლების მქონე, არაერთი წიგნისა და ნაშრომის ავტორი, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორი, რეპრესირებული - ხეთელი, დიომიდე თოფურიძე.
ხობს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია 1918-1924 წლების საქართველოში მიმდინარე მოვლენებში - დამოუკიდებლობის მოპოვება, პირველი რესპუბლიკა, ბრძოლა დამოუკიდებლობის დასაცავად, ბიელი იუნკერი, 1924 წლის აჯანყება და რეპრესიები.

დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე (ნამდვილი გვარი ბორისოვი-ბერიძე)დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს (ძველი სტილითქუთაისის გუბერნიისზუგდიდის მაზრის სოფელ ხეთაშიაზნაურის ოჯახშიეროვნებით ქართველი.
სწავლობდა ქუთაისის პროგიმნაზიაშიშემდგომ - ქუთაისის კლასიკურგიმნაზიაში; 1892 წელს მოსწავლეებთან ერთად დააარსა არალეგალურიურთიერთდახმარების სალაროთვითგანვითარების წრეგამოსცემდნენ ხელნაწერჟურნალსაწყობდნენ რეფერატების განხილვას და ეცნობოდნენ დემოკრატიპუბლიცისტების ნაწარმოებებსაკრძალულ პოლიტიკურ და ეკონომიკურლიტერატურას.
ამ დროიდან დაინტერესდა მარქსიზმითქუთაისში გადასახლებული მარქსისტიკოზირენკო დაეხმარა სწავლისათვის საჭირო ლიტერატურის შერჩევაშიამავეპერიოდში ქუთაისში გამოჩნდნენ „მესამედასელები“, რომლებსაც დაუახლოვდა დამალევე მათი ჯგუფის წევრი გახდა.
მესამედასელები“ მარქსისტული მოძღვრების პროპაგანდისათვის ხშირადმართავდნენ საჯარო ლექციებს და დისკუსიებს ქუთაისის ბულვარში.
1895 წელს ჟურნალ „Новое обозрение“-ში გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერონაშრომი სამეგრელოში დამნაშავეობის დინამიკის კავშირის შესახებ ეკონომიკურმდგომარეობასთან - სიმინდის საექსპორტო ფასებთან.
ამ პერიოდიდან მუდმივად თანამშრომლობდა პრესაში ფსევდონიმებით: „Д.Т.“, „Социалист“, „NEMO“, „ბორისოვი“, „კოლხიდელი“, „ისარი“, „ისაი“, „Карский“, „Д. Чаукий“ „Т“, „.“ და „-ძე“.
1895 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1896წელს კი ჟენევაში გაემგზავრა და ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიულფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.
დაუკავშირდა ჟენევის სოციალ-დემოკრატიულ წრეებსაქტიურად ჩაერთოპარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბებასა და თეორიულ დისკუსიებში სხვასოციალისტური მიმდინარეობების წარმომადგენლებთანგამოდიოდამომხსენებლად საჯარო ლექციებზეხელმძღვანელობდა წრეებს.
დიომიდე თოფურიძე იყო ჟენევაში ჩამოყალიბებული „Искра“- პირველი და მეორეჯგუფების წევრი.
ჟურნალ „კვალის“ სოციალ-დემოკრატების დაქვემდებარებაში გადასვლისთანავეგახდა მისი მუდმივი თანამშრომელი და აქვეყნებდა სტატიებს ეკონომიკურსაკითხებზეასრულებდა რედაქციის სპეციალურ დავალებებს.
1901 წელს თავისი დისერტაციის („გაღატაკების თეორიის“ შესახებ)დასასრულებლად ჟენევიდან პარიზში გადავიდაისმენდა ლექციებს სორბონასა დაფრანგულ კოლეჯშიასევე პარიზის რუსულ უმაღლეს სკოლაში.
1902 წელს ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის დაპატიმრებისა და გასახლებისგამო ჟურნალი „კვალი“ უხელმძღვანელოდ დარჩა და თოფურიძე, „მესამედასელების“ თხოვნით, „Искра“- ჯგუფიდან მიღებული სამოქმედოინსტრუქციებით ტფილისში დაბრუნდა; „კვალის“ რედაქტორობიდან პეტრესურგულაძისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის დათხოვნის შემდეგ რედაქტორობდაჟურნალს.
მან ჩამოსვლისთანავე დააყენა კავკასიის პარტიული ცენტრის შექმნის საკითხირაცმალევე განხორციელდა „კავკასიის კავშირის კომიტეტის“ სახითსადაც რსდმპ-ისტფილისისბათუმისგურიისქუთაისისა და ბაქოს კომიტეტები გაერთიანდნენ;არჩეული იყო კავშირის კომიტეტის წევრადმუშაობდა კავშირის კომიტეტისაღმასრულებელ ბიუროშიხელმძღვანელობდა არალეგალური პრესისა დაორგანიზაციების საკოორდინაციო სამუშაოებს.
1903 წელს იძულებული გახდაგადასახლებულიყო სარატოვშისადაც 1903 წელსვერსდმპ-ის ტფილისის კომიტეტმა აცნობარომ არჩეული იყო ტფილისის კომიტეტისდელეგატად რსდმპ მე-2 ყრილობაზეყრილობაში მონაწილეობდა „Карский“-ფსევდონიმითაქტიურად მონაწილეობდა დებატებში ეროვნული და აგრარულისაკითხებისა და პარტიული ორგანიზაციების ჩამოყალიბების პრინციპების შესახებ;მიუხედავად იმისარომ მხარი დაუჭირა „ბოლშევიკებს“, ეროვნული საკითხის გამომიემხრო ნოე ჟორდანიას პოზიციას.
1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუშაობდა რსდმპ-ის იმერეთისკომიტეტში; 1903 წელს რსდმპ-ის კავკასიის კავშირის კომიტეტის მეორე ყრილობაზეკვლავ აირჩიეს კავშირის წევრადთუმცა არჩევნებისას წარმოქმნილი კონფლიქტისგამო არჩეული წევრების უმრავლესობამმათ შორის დიომიდე თოფურიძემაც,დატოვა ხელმძღვანელი ორგანო.
1904 წელს დაპატიმრებისაგან თავის ასარიდებლად გადასახლდა სარატოვშისადაცმუშაობდა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციაში და აქტიურმონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაშირედაქტორობდა გაზეთ„Приволжский край“-ხელმძღვანელობდა გაფიცვებსა და და შეიარაღებულიაჯანყების სამზადისს.
რევოლუციის დამარცხებისა და რეაქციის დაწყების შემდეგ ხულიგნების ბრბომპოგრომი“ მოუწყო გაზეთის რედაქციასსადაც დიომიდე თოფურიძე ოჯახთანერთად ცხოვრობდამაგრამ მან მოახერხა ოჯახისა და რედაქციაში თავშეფარებულისხვა დევნილების გადარჩენა.
1904-1907 წლების განმავლობაში ხშირად იყო დაპატიმრებული და გუბერნიისსაზღვრებიდან გაძევებულიუკანასკნელად 1907 წელს სასამართლო პალატამ მას . „კრეპოსტში“ პატიმრობა მიუსაჯა და იძულებული გახდაპეტერბურგშიარალეგალურ მდგომარეობაზე გადასულიყოცხოვრობდა ყალბი პასპორტით -კიკვიძის გვარითთუმცა „ოხრანკამ“ მალევე დაადგინა მისი ვინაობა და სხვასოციალ-დემოკრატებთან ერთად დააპატიმრაგადაგზავნეს სარატოვის ციხეში,იქედან კი სამარაში.
ციხეში საფუძვლიანად შეისწავლა და დაამუშავა აგრარული პრობლემისსაკითხებიმაგრამ გათავისუფლების შემდეგ მომზადებული ნაშრომის გამოქვეყნებავერ შეძლო.
1909 წლიდანგათავისუფლების შემდეგცხოვრობდა მოსკოვშისადაც დააარსასოციალ-დემოკრატიული ჟურნალი „Возрождение“ , მაგრამ მძიმე ეკონომიკურიმდგომარეობის გამო დაბრუნდა სარატოვშიმუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებაშიდა დააარსა გაზეთი „Поволжье“, რომელშიც ლენინის და - მარია ულიანოვათანამშრომლობდა.
1913 წელს დაბრუნდა პეტერბურგში და მუშაობა დაიწყო სააქციო საზოგადოებაში,პარალელურად მატერიალურად ეხმარებოდა პარტიულ ორგანიზაციებს.
1916 წელს სრულიად რუსეთის ქალაქთა კავშირის დავალებით დაინიშნავოლგისპირეთის გუბერნიის ეკონომიკური კომიტეტის მუნიციპალურიგანყოფილების გამგედ.
1917 წლის თებერვლის რევოლუციისას მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდაახალი მმართველობითი ორგანოები სარატოვშიარჩეული იყო ვოლგისპირეთისსაგუბერნიო საზოგადოებრივი კომიტეტის წევრად და იყო მისი ფაქტობრივიხელმძღვანელი.
მალევე გახდა გუბერნიის კომისარი და რსდმპ საოლქო კომიტეტის თავმჯდომარე;არჩეული იყო გუბერნიის ერობათა ყრილობის აღმასრულებელი ბიუროსთავმჯდომარედ.
1917 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ სარატოვშიც ადგილობრივიგარნიზონის მხარდაჭერით ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში ძალაუფლებადიომიდეთოფურიძემ დაპატიმრებისაგან თავის არიდება ძველი ამხანაგის - მარია ულიანოვასდახმარებით შეძლო და საიდუმლოდ დატოვა სარატოვი.
1918 წლის თებერვალში დაბრუნდა თბილისში.
იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს რესპუბლიკის მომარაგების კომიტეტისთავმჯდომარე.
დააარსა ჟურნალი „ეკონომისტი“; თანამშრომლობდა სოციალ-დემოკრატიულგამოცემებში და აქვეყნებდა ნაშრომებს ეკონომიკურ საკითხებზე.
1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისპარლამენტის წევრი.
1919 წელს აირჩიეს თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნადხოლო 1919 წლის 12მარტიდან - საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრადსაქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიითიყო საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარე და გარეშე საქმეთა კომისიის წევრი.
დიომიდე თოფურიძე მუშაობდა ბათუმის დიპლომატიური მისიისთავმჯდომარედსანამ ბათუმი ბრიტანეთის საექსპედიციო ჯარების სარდლობასექვემდებარებოდა.
1919 წლის ბოლოსათვის აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავად და ცდილობდასაქალაქო მეურნეობის გამოცოცხლებას და ადმინისტრაციაში დისციპლინისდამყარებას.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოსცილდა აქტიურ პოლიტიკურსაქმიანობას; 1921-1922 წლებში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკურიმდგომარეობის საკითხების მეცნიერულ შესწავლაზენაშრომების მცირეფრაგმენტები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში.
დიომიდე თოფურიძე საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") დააპატიმრა1922 წელსგაათავისუფლეს რამდენიმე თვის შემდეგ.
1923 წელს ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების ზეწოლითადა ტერორის გამოყენებით მიმდინარე პარტიების „თვითლიკვიდაციის“ კამპანიისდროს დიომიდე თოფურიძე კვლავ დააპატიმრესციხეში მყოფმა დიომიდეთოფურიძემ 1923 წლის 13 სექტემბერს პრესაში განაცხადარომ 1921 წლის შემდეგგაწყვეტილი ჰქონდა კავშირი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათაპარტიასთან და ლოიალურად იყო განწყობილი საბჭოთა ხელისუფლების მიმართამგანცხადების შედეგად გარკვეული ხნის შემდეგ გაათავისუფლეს.
1923 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ „საქართველოს სახალხო მეურნეობასთან“.
1923 წელსვე დაინიშნა სსრკ ფინანსთა სახალხო კომისრის რწმუნებულისსამმართველოში ფინანსურ ინსპექტორადშემდეგ კი - ადგილობრივი ფინანსებისგანყოფილების მმართველადმანვე დააყენა საკითხი რწმუნებულის აპარატისსაქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომსარიატად გარდაქმნის შესახებ დარეორგანიზაცის შემდეგ კვლავ აგრძელებდა ახალ კომისარიატში მუშაობას.
1929 წლამდე იყო საქართველოს სსრ საგეგმო კომისიის საბიუჯეტო-საფინანსოსექციის თავმჯდომარეშემდეგ მუშაობდა „სოფლის კავშირის“ საფინანსო-ეკონომიკური საკითხების კონსულტანტად.
1930 წლისთვის გადაწყვიტამთლიანად სამეცნიერო კვლევებისათვის დაეთმოდრო და პენსიაზე გავიდაგამოაქვეყნა რამდენიმე წიგნი საქართველოს ეკონომიკის,სახალხო მეურნეობისა და ფინანსების საკითხებზე.
1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმაძალისმიერი მეთოდებით მოახერხა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათაპარტიის ყოფილი ლიდერებისაგანმათ შორის დამფუძნებელი კრებისდეპუტატებისაგანაღიარებითი ჩვენებების მიღებარომელთა თანახმადაცსაქართველოში არსებობდა კონტრრევოლუციური „მენშევიკური ცენტრი“, რომლისმიზანიც შეიარაღებული გადატრიალება და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციისგზით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობა იყო.
დიომიდე თოფურიძე დააპატიმრეს 1937 წელსთბილისშისაკუთარ სახლში, „მენშევიკური ცენტრის“ წევრობისა და „დივერსიულ-მავნებლურ ჯაშუშთაორგანიზაციაში“ „შოვინისტურად განწყობილი ქართული ინტელიგენციის წევრებისგადაბირების“ ბრალდებით.საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმაგანსაკუთრებულმა სამეულმა (. „ტროიკა“) 1937 წლის 10 დეკემბერს დახვრეტამიუსაჯა. ძიებისას თავი დამნაშავედ არ ცნო. დახვრიტეს 11 დეკემბერის ღამეს.
1939 წელს ბაქოში დააპატიმრეს დიომიდე თოფურიძის შვილიინჟინერიალექსანდრე თოფურიძე და „შრომა-გასწორების კოლონიაში“ გადაასახლესმაგადანშისადაც 1942 წლის 30 აპრილს დახვრიტეს „კონტრრევოლუციურიაგიტაციის“ ბრალდებით.
დიომიდე თოფურიძე რეაბილიტირებულია საქართველოს სსრ უზენაესისსასამართლოს მიერ 1956 წლის 16 აპრილს.