2019 წლის საკრებულოს პირველი სხდომა


23 იანვარს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა 2019 წლის საკრებულოს პირველი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მომზადდა საკრებულოს კომისიების წლიური გეგმისა და მერიის მიერ 2019 წელს მოსამზადებელი პროექტების გათვალისწინებით. განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ მერიის მიერ წარმოდგენილ იქნა ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალური განწერა, რაც გულისხმობს ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ყოველკვარტალურად განაწილებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით. „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების
სარგებლობის უფლებით (თხოვების) ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულებით მერს მიეცა თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი ქონების სახით გადმოცემული 150 ერთეული პლასტმასის ნაგვის ურნის „ხობი დასუფთავება და განათებაზე“ გადაცემის თაობაზე, ურნების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსების მიზნით. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელ პროექტებს დაემატა ქ. ხობში სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის თაობაზე პროექტის დაფინანსება. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.