ხობის ცენტრალური პარკის მშენებლობა დაიწყო (ვიდეო)

3 ოქტომბერს, ქალაქ ხობში, ცენტრალური პარკის მშენებლობის დაწყების ცერემონია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროექტის შესაბამისად მოეწყობა:


✔ველობილიკი
✔საფეხმავლო ზოლები
✔„ლაბირინთი“
✔საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო და ✔საკალათბურთო მოედნები
✔ჭადრაკის დაფა
✔დეკორატიული სკამები
✔შადრევანი
✔ხობის მუნიციპალიტეტის გერბი
✔განათება
ცენტრალური პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება და ჩვენს ქალაქს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სპორტულ-გასართობი და რეკრეაციული ობიექტი შეემატება.
სამუშაო, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდება. პარკის მშენებლობის ინიციატორი ირაკლი (დაჩი) ბერაიაა.



































https://soundcloud.com/1059fm/05102018a