ჯაჯუ ჯორჯიკიას „მინიატურები“

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა მწერალი და მთარგმნელი ჯაჯუ (კონსტანტინე) ჯორჯიკია. ჯ. ჯორჯიკია აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
კონსტანტინე ჯორჯიკია დაიბადა 1885 წელს სოფელ ნოჯიხევში (ხობის რაიონი). 1904 წელს ჩაირიცხა ვალაბრის (საფრანგეთი) სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრო-ბიოლოგიურ ფაკულტეტზე.1907 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ქუთაისის სკოლებში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ბუნებისმეტყველებას; 1911 წლიდან იყო საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის დამფუძნებელი წევრი; 1921-1931წწ. - სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის დირექტორი; XXს. 10-იანი წლებიდან მისი მინიატურები, მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში - "სახალხო გაზეთი", "იმერეთი", "კოლხიდა", "სამშობლო", "გრდემლი", "ოქროს ვერძი" და სხვა; იმდროინდელი ქართული კრიტიკა მის შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა; 1914 წელს გამოვიდა მწერლის თხზულებათა პირველი კრებული; 1925 წელს - მეორე - "ფერადი მოთხრობები"; ავტორია აგრეთვე ფრანგული ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისა.
ჯ. ჯორჯიკიას შემოქმედება მრავალმხრივ არის საინტერესო. ვისაც, ერთხელ მაინც წაუკითხავს მისი მინიატურები, არასდროს დაავიწყდება მწერლის სტილი და ლაკონურობა.
1925 წელს გამოიცა მწერლის მოთხრობების მეორე კრებული - „ფერადი მოთხრობები“. კრებულში შესული ყველა მინიატურა ერთნაირი მხატვრული ღირებულების არ არის, მაგრამ ზოგიერთი თამამად შეიძლება შევიტანოთ იგავური ან ფილოსოფიური ბელეტრისტიკის ქართულ ანთოლოგიაში.
წარმოსახულისა და რეალურის ურთიერთმიმართების საკითხი ისეთივე ძველია, როგორც თვით ლიტერატურა. მოთხრობა „თაიგული“ სწორედ ამ საკითხის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
მინიატურების ერთ-ერთი განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ მწერალი სიტყვების მინიმალური რაოდენობით ახერხებს გადმოსცეს ფილოსოფიური აზრები, ისე, რომ ეს გასაგები იყოს რიგითი მკითხველისათვის.
კრებულში შესულია რელიგიურ თემაზე შექმნილი მოთხრობები. მაგალითად, „სიყვარული“ -
მწერალი გვეუბნება, რომ ყველაფრის საფუძველდამდები და მაცოცხლებელი სიყვარულია. იქ სადაც სიყვარულია, ბოროტება მარცხდება და უკან იხევს.
კ. ჯორჯიკიას შემოქმედებას მაღალ შეფასებას აძლევდა ცნობილი მწერალი გრიგოლ რობაქიძე - „ცოტა ხნის წინ გამოიცა ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ჯორჯიკიას ნაწარმოებების პირველი პატარა ტომი. სამეგრელოს მკვიდრმა თავის თავში შეკრიბა თითქმის ყველა სიმდიდრე საქართველოს ამ შესანიშნავი კუთხისა. სამეგრელო ძველი კოლხიდაა, საიდანაც სათავეს იღებს ქართული კულტურა, ის დღემდე რჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ეთნოგრაფიულ ერთეულად. მუქ-ლურჯი ზღვის ნაპირები ქარივით მოაქანებენ აქეთ ტკბილსურნელოვან მითებს, რომელთა დამაბრმავებელ მდინარებაში დროდადრო ჩაგესმის ძველი ელადის გასხივოსნებული ფანტაზიის ნამსხვრევების ხმაური; უზარმაზარი ტყეების ქალწულებრივი სიიღრმეები უყვებიან მას ზღაპრულ ამბებს, რომელთა ჯადოსნურ ნახჭებში იგრძნობა გადამფრენი ფრინველების ლაღი ქროლა. ამ ორმა მომენტმა საბოლოოდ განსაზღვრა ჯორჯიკიას შემოქმედებითი ფანტაზია: ერთი მხრივ, ელინური მითოლოგიური ფანტაზიის გადამტვრეული სხივები; მეორე მხრივ, კი - კოლხიდური ხალხური თქმულებები“ (გრ. რობაქიძე - ომი და კულტურა, გამომცემლობა არტანუჯი, 2014წ.).
ცნობილ კრიტიკოსს, კიტა აბაშიძეს ჯ. ჯორჯიკია ოსკარ უაილდის ტიპის მწერლობის განმახორციელებლად მიაჩნდა.
ჯორჯიკიას შემოქმედებას დაბალ შეფასებას აძლევდა გალაკტიონი - „მე ვამტკიცებ, რომ ჯ. ჯორჯიკია, სრულიად უბრალო, ჯერჯერობით უსახო და, მართლაც, ყოველ გვარ პრეტენზიას მოკლებული მწერალია“ (გ. ტაბიძე, ახალი მწიგნობარი, 1915 წ.)
ჯ. ჯორჯიკია 1931 წლიდან მოღვაწეობდა თბილისშიუმთავრესად პედაგოგიურსარბიელზე (საქართველოს თეატრალური ინსტიტუტიყოფილი 23- სკოლა დასხვა); 1944 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის ვაჟთა I საშუალო სკოლისდირექტორი იყომან დიდი წვლილი შეიტანა სკოლის მატერიალურ-ტექნიკურიბაზისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გასაუმჯობესებლადფართოასპარეზი დაუთმო მოსწავლეთა საგნობრივლიტერატურულთეატრალურ და სხვაშემოქმედებასამასთან მოსწავლეებს უნერგავდა დიდსულოვნებასა დაპატრიოტიზმს.
ჯაჯუ ჯორჯიკიას, როგორც საზოგადო მოღვაწესა და პედაგოგს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით იხსნებენ მისი მოსწავლეები.
მსახიობ ნინო ანჯაფარიძის მოგონება - ნუ ძალიან თბილისური... ჩემს ყოფილპირველ საშუალო სკოლაშიახლა გიმნაზია ჰქვიაადრე დირექტორი ყოფილა ვათადა კოკა ჯორჯიკიების ბაბუა... ულამაზესი კაცი... ჯაჯუ ჯორჯიკია... მამას დაზურიკოს კი ასწავლიდა საუკეთესო მასწავლებელი ნინო ალადაშვილი(გაუთხოვარი)... მაშინ ბიჭები და გოგოები ცალკე სწავლობდნენ... ნინო უმკაცრესიყოფილა... ერთხელაცზურიკოს თაოსნობითგაკვეთილის წინდაფაზე ბიჭებსდაუხატავთ ის... სამ ასოზე რომ იწყება და მთავრდება... ქალბატონი ნინო კლასშიშემოვიდა... შეხედა ნახატს და გამოიძახა ბატონი დირექტორი... ჯაჯუ შემოვიდა დანინო ეუბნება: „ნახეთამ უსინდისოებმა თვითმფრინავი დახატესო"... ჯაჯუმ დაფასშეხედა და ქალბატონ ნინოს ჰკითხა: „ქალბატონო ნინოთვითმფრინავიც არა გაქვთნანახიო?...".
თენგიზ სიგუას მოგონება - „დავამთავრე პირველი ვაჟთა სკოლა. შესაბამის ოლიმპიადებზე ხშირად ვიმარჯვებდი. ეს სკოლა თავისი ორასწლოვანი ისტორიით იყო ცნობილი. განსაკუთრებით მახსენდება დირექტორი - ბატონი ჯაჯუ ჯორჯიკია - მწერალი-ნოველისტი. საინტერესო იყო მისი ზნეობრივი კრედო. იგი ფედერალისტი და ანტიკომუნისტი იყო. პარადოქსი მდგომარეობდა იმაში, რომ ბატონ ჯაჯუს ევალებოდა საბჭოთა კონსტიტუციის კურსის წაკითხვა, თუმცაღა არასდროს უსაუბრია ამ თემაზე. განათლება მას საფრანგეთში ჰქონდა მიღებული, შესანიშნავი მოუბარი იყო, მის გაკვეთილზე ბუზის გაფრენის ხმას გაიგებდით. ისტორიკოსიც იყო და ფილოლოგიც პროფესიით“.
 წელს, ჯაჯუ ჯორჯიკიას გარდაცვალებიდან 65 წელი სრულდება.

ავტორი: ლევან ღვინჯილია