ხობში აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა


30 აგვისტოს, ქალაქ ხობში, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) ინიციატივითადა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით აქცია - „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა. სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მოხელეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა.
ლეიკემიითა და სხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის სისხლის ხშირ გადასხმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია. გარდა რეციპიენტისა, სარგებელს სისხლის დონორიც იღებს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, რის შედეგად სისხლი ახალგაზრდავდება. დონორთა მიერ ჩაბარებულ სისხლს კომპლექსური ანალიზატორების წყალობით, ფართო სპექტრის, მაღალი ხარისხის გამოკვლევები (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, B და C ჰეპატიტი, შიდსი, ათაშანგი, ჰემოგლობინი) უტარდება.